8 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი თამარ ავალიანი, რომელსაც ვესაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოს 7 მარტის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი 2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა.
რა გზავნილებს შეიცავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობისა და სასამართლოს მიმართ, რა ინტერპრეტაციები მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სტრასბურგში 2 და 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებებს, რამდენად აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას ამ ტიპის პროცესები და რატომ არის პრეცედენტული ევროპული სასამართლოს ისტორიაში "რუსთავი 2"-ის საქმე - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.