Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს 7 მარტის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე


8 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი თამარ ავალიანი, რომელსაც ვესაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოს 7 მარტის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი 2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა. რა გზავნილებს შეიცავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობისა და სასამართლოს მიმართ, რა ინტერპრეტაციები მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სტრასბურგში 2 და 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებებს, რამდენად აზარალებს ქვეყნის რეპუტაციას ამ ტიპის პროცესები და რატომ არის პრეცედენტული ევროპული სასამართლოს ისტორიაში "რუსთავი 2"-ის საქმე - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

XS
SM
MD
LG