Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით ბაციკაძესთან


ჯანყი, სოციალური აფეთქება, პროტესტი პოლიციის მხრიდან ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაზე, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ძალოვან სტრუქტურებში არსებული დაპირისპირების გამოვლინება - ბათუმში 11 მარტს ღამით მომხდარ მღელვარებას თუ არეულობას სხვადასხვა სახელი ეწოდა საზოგადოებრივ დისკუსიებში. და მაინც, რასთან გვქონდა საქმე? რამდენად მასშტაბურია ბათუმში პოლიციის უსამართლო ძალად აღქმის ტენდენცია და რით არის ეს აღქმა უწინარესად განპირობებული - პატრულის მიერ ძალის რეალურად გადამეტებით თუ, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, მოქალაქეებს შორის კანონმორჩილების არასაკმარისი ხარისხით? როგორ აფასებენ ადგილობრივი მთავრობის მუშაობას ან საქართველოს განვითარებას ბათუმში - რომელიც ბოლო ათწლეულში იქცა სოციალური კონტრასტების და ღრმა უთანასწორობის ქალაქად, ბრჭყვიალა, მდიდრული ფასადებით და მათ მიღმა არსებული უმძიმესი ყოფით? რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება საიმისოდ, რომ აჭარელი მუსლიმები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გრძნობდნენ თავს და რატომაა, რომ 1990-იანი წლებიდან ვერა და ვერ მოხერხდა მათი სურვილის, ქალაქში ახალი მეჩეთის აშენების, დაკმაყოფილება? გადაცემა „ინტერVIEW“-ს წამყვანი, სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება დავით ბაციკაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარის“ თავმჯდომარეს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG