Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:30:22 0:00

აზერბაიჯანის რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან ბაქოში გატაცების შესახებ ცნობებმა გააღრმავა ვარაუდები, რომ საქართველო ავტორიტარი მეზობლების ნებას ემორჩილება და არღვევს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს. მით უფრო, რომ საქართველოში განცდილი დევნის და შევიწროების შესახებ მუხთარლის დაპატიმრებამდეც ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანის რეჟიმს გამოქცეული მოქალაქეები. პატიმრობაშია თურქეთის მოქალაქე, თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი - უფლებადამცველების თქმით, ის თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს და ექსტრადიციის შემთხვევაში მას უფლებების დარღვევა ემუქრება. რასთან გვაქვს საქმე - რატომ ვერ იცავს საქართველო თავის სუვერენულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებულ ადამიანებს? რამდენად რეალისტურია „გამოძიების შედეგების“ ლოდინი, თუკი მუხთარლის გატაცებაში საქართველოს სპეცსამსახურები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი? ასეთი მოვლენების ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო კვლავაც მოიწონოს თავი, როგორც შედარებით დემოკრატიულმა სახელმწიფომ ავტორიტარული ქვეყნებით გარშემორტყმულ რეგიონში? გადაცემა ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ნიკოლოზ ლეგაშვილს - იურისტს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელ დირექტორს.

XS
SM
MD
LG