სანდრო ბაკურაძე თურქოლოგია. ახლა ანკარაში, ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტში, აგრძელებს სწავლას სამაგისტრო პროგრამით. თანამედროვე თურქულ ლიტერატურას იკვლევს. იქაური პირობების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერ მუშაობს სასურველი მწერლის ნაშრომებზე. ფართოა მისი კვლევის სფეროები და გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბრის თემებიც მრავალფეროვანია: ალევიზმი და ჰეტეროდოქსული ისლამი დღევანდელ თურქეთში, ამ ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკური მიდრეკილებები, თურქული მუსიკის სათავეები და გავრცელებული არასწორი წარმოდგენები თურქეთზე.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.