“ქართული ოცნების” დაპირების ასრულებას, ე.წ. წამყვანი პროფესორებისთვის 10 000-ლარიანი ხელფასების დანიშვნაზე, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. რაც უკვე ცნობილია, 2027 წლის ბიუჯეტით ეს ვერ მოხერხდება. წამყვანი პროფესორის შესარჩევი კონკურსი ჯერ მხოლოდ თსუ-ში გამოცხადდა.