Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა საჯაია ფარული მიყურადების რეგულაციაზე


ლიკა საჯაია ფარული მიყურადების რეგულაციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:39:50 0:00

10 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა ფარული მიყურადების შემდგომი საკანონმდებლო რეგულაციის საკითხზე. ლიკა საჯაია არის თანაავტორი პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელისა, რომელიც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების რეგულაციასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს ეხება. სასამართლომ საქართველოს პარლამენტს დაავალა 2017 წლის 31 მარტამდე განახორციელოს "ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები" და ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ლიკა საჯაიამ ილაპარაკა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციების იდეაზე, რაც ე.წ. "გასაღების" დამოუკიდებელი ორგანოს ხელში მოქცევას გულისხმობს. "ეს შენ გეხებასთვის" მიუღებელია, რომ "გასაღები" (მიყურადების უკონტროლო ტექნიკური შესაძლებლობა) დარჩეს ფარული მიყურადების განმახორციელებელი და ამით დაინტერესებული უწყებების ხელში, რაც გამორიცხავს პროცესზე კონტროლს.

XS
SM
MD
LG