მმართველი გუნდი ოპოზიციას 18 აგვისტოს შეხვედრას სთავაზობს. შეხვედრის თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია. ოპოზიციური პარტიები წინასწარ აცხადებენ, რომ ხელისუფლება უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი დაიწყონ. უფრო დეტალურად რადიო თავისუფლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა რურუას, ესაუბრა.
-
თეა თოფურია
რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.