Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბაირახტარი ლარის კურსის რყევის მიზეზებზე


პაატა ბაირახტარი ლარის კურსის რყევის მიზეზებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:47:52 0:00

3 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" (აფბა) ვიცეპრეზიდენტი. მან ილაპარაკა ლარის კურსის მერყეობის მიზეზებზე. პაატა ბაირახტრის განმარტებით, ლარის კურსის მერყეობის მიზეზები ორგვარია: ფუნდამენტური და საგარეო; ადილობრივი და მოკლევადიანი. ჩარევა ეფექტიანია მეორე ტიპის მიზეზებისას. ახლანდელი რყევის მიზეზების განმარტებისას ანალიტიკოსი ასახელებს მოლოდინსაც, რაც გადაიზარდა კონკრეტულ ქმედებაში და დანაზოგების დოლარში კონვერტაციაში. თუმცა, "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ამ მოლოდინის გაბათილება შესაძლებელი იყო საზოგადოების ადეკვატური ინფორმირებით. მეორე მხრივ, პაატა ბაირახტარი ლაპარაკობს ეროვნული ბანკის მოქმედების დაგვიანებაზე - თვლის, რომ ეროვნული ბანკი აქამდეც უნდა ჩარეულიყო და მისი მხრიდან დროული ინტერვენცია უფრო იაფი და ეფექტიანი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG