Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ჩაჩიბაია: ნათელ ფერებში ვერ ვხედავ ავღანეთის მომავალს


ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია

ქართული საბრძოლო ქვედანაყოფების გარდა ავღანეთში ცალკე მისიით იმყოფება სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მრავალეროვნულ ჯგუფთან ერთად წარმოადგენენ გაეროს დამხმარე მისიას.

ამ მისიას ხელმძღვანელობს გაეროს უფროსი მრჩეველი, ქართველი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ბევრს მოგზაურობს ავღანეთის შიგნით, ხვდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევ არასამთავრობო სექტორისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ანალიტიკურ ბიულეტენებს ამზადებს გაეროს ხელმძღვანელობისათვის. ასეთმა წინმსწრებმა ინფორმაციამ გადაარჩინა შარშან დაღუპვას გაეროს მისია ყუნდუზში, რომელიც თალიბებმა იგდეს ხელთ.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG