Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ სანიკიძე: „სტამბოლის კონვენციის ყველა ძირითადი აქცენტი გავითვალისწინეთ“

ზურაბ სანიკიძე
ზურაბ სანიკიძე

24 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტამბოლის კონვენციად წოდებული ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც ოცამდე კანონს შეეხება, იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ და მასთან ერთად არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ცვლილებათა პაკეტი, თავისი არსით, ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას და, ასევე, ახალ მიდგომებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხით. ცვლილებათა პაკეტში გაჩნდა ახალი მუხლები, მაგალითად, როგორიცაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ამავე პაკეტის მიხედვით, კრიმინალიზებული იქნება ადევნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გადაგზავნილია პარლამენტში, სადაც პროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები ძალაში 2017 წლის პირველი მაისიდან უნდა შევიდეს. ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ესაუბრა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ სანიკიძეს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

This item is part of
XS
SM
MD
LG