Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსმუშაკები საქართველოში


მსუბუქი ყოფაქცევის ქალი - ეს არის ერთ-ერთი განსაზღვრება, რომლითაც მოიხსენიებენ ხშირად სექსმუშაკებს. მათი საქმიანობის დახასიათებისას კი, ასევე ხშირად, ლაპარაკობენ „მსოფლიოში უძველეს პროფესიაზე“. არის ქვეყნები, სადაც სადარბაზოსთან მდგარი ქალი ტურისტული სანახაობის ნაწილი ხდება და სადაც პროსტიტუციას კულტურულ ტრადიციად განიხილავენ. რას ნიშნავს და რატომ დამკვიდრდა მსგავსი ტერმინოლოგია თუ მიმართება მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში და როგორ ცხოვრობენ სექსმუშაკები საქართველოში, რა ყოველდღიურ პრობლემებთან უწევთ მათ შეხება? „სექსმუშაკები საქართველოში“ - ამ თემებზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ლაპარაკობს გიორგი გვახარიას სტუმარი, იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG