Accessibility links

შუალედური არჩევნები რეგიონებში


22 მაისს თბილისში გლდანის, ასევე გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის პირობებში ჩაიარა. გამონაკლისი იყო ზუგდიდი, სადაც საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე ადამიანის დაზიანებით დასრულდა. მედიის თანახმად, ძალადობრივ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასარგებლოდ სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „რეგიონულ მაცნეში“ დღეს 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისა და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების თემაზე მოისმინეთ სიუჟეტები ზუგდიდიდან, წყალტუბოდან, გარდაბნიდან და ლაგოდეხიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG