Accessibility links

უნივერსიტეტში ტემპერატურა ისევ მაღალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მერვე დღეა სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ვითარება კვლავაც დაძაბულია. 15 მარტს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხმაური მოჰყვა თვითმმართველობის წევრების მიერ უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტის ძალით დაკავებას. პაპავამ, რომლის გადადგომასაც თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები მოითხოვენ, 115-ე აუდიტორიაში სტუდენტების მეორე ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ გადადგება. რექტორმა იგივე გაუმეორა რექტორის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის წევრებსაც. სტუდენტების აქცია გაგრძელდა უნივერსიტეტის ეზოშიც.
მეტი აჩვენე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG