Accessibility links

ტრამპმა მომავალ სახელმწიფო მდივნად "ექსონ მობილის" ხელმძღვანელი დაასახელა


რექს ტილერსონი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საგარეო უწყების მომავალ ხელმძღვანელად დაასახელა „ექსონ მობილის" ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი.

ტრამპმა ქებით მოიხსენია ტილერსონი და მას მსოფლიოში "ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესხელმძღვანელი და საერთაშორისო გარიგებების დიდოსტატია" უწოდა.

ტილერსონს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. ეს შეიძლება ორმხრივი შეშფოთების საფუძველი გახდეს სენატში, სადაც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს დაახლოებით თანაბარი ძალები აქვთ, და რომელმაც უნდა დაამტკიცოს ის საგარეო უწყების ხელმძღვანელად.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც სენატში შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს განაგებს, უთხრა „როიტერსს“, რომ შეშფოთებულია, რადგან ყველამ იცის, მას ვლადიმირ პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდაო. მაკკეინმა პუტინს უწოდა „კა-გე-ბეს“ აგენტი, რომელსაც სურვილი აქვს, რუსეთის იმპერია აღადგინოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG