Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის კრიზისი და საქართველოს ტურისტული პერსპექტივები


საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, თურქეთის მხარე.
საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, თურქეთის მხარე.

თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე და, კერძოდ, ტურიზმზე მეზობელ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება. ბოლო 6 თვის სტატისტიკის მიხედვით, თურქეთი, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოს მთავარი ტურისტული პარტნიორია.

ბოლო წლების მანძილზე თურქეთი საქართველოსთვის მთავარი პარტნიორია არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობაში, არამედ ტურიზმის თვალსაზრისითაც. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით თურქეთი ლიდერობას მხოლოდ აზერბაიჯანს უთმობს, თუმცა თურქეთიდან საქართველოს მონახულების მსურველთა რიცხვი მაინც ზრდის ტენდენციით გამოირჩევა და ის 4 პროცენტს შეადგენს. ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იყო წინა წლებში. როგორც ვარაუდობენ, მასზე გავლენა მოახდინა თურქეთში ბოლო დროს მომხდარმა ტერაქტებმა და ამ ქვეყნის ირგვლივ გართულებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ. ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებელი, ტურიზმის ექსპერტი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ სტატისტიკაზე გავლენას მოახდენს 15-16 ივლისს განვითარებული მოვლენებიც.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG