Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დედა, აქ ჩამოსვლა არ მინდოდა“: უკრაინა რუსებს მათი მოკლული და ტყვედ ჩავარდნილი ნათესავების იდენტიფიკაციას სთხოვს


რუსეთის მთავრობა არ ავრცელებს დეტალებს უკრაინაში შეჭრის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. მაგრამ უკრაინა აქვეყნებს მოკლული და დატყვევებული ჯარისკაცების სურათებს და რუსებს მათ ამოცნობაში დახმარებას სთხოვს.
რუსეთის მთავრობა არ ავრცელებს დეტალებს უკრაინაში შეჭრის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. მაგრამ უკრაინა აქვეყნებს მოკლული და დატყვევებული ჯარისკაცების სურათებს და რუსებს მათ ამოცნობაში დახმარებას სთხოვს.

რადგან რუსეთის მთავრობა არ ლაპარაკობს უკრაინაში შეჭრის შედეგად დაღუპულთა შესახებ, კიევმა პირდაპირ მიმართა რუსეთის მოსახლეობას და სთხოვა ამოიცნონ თავიანთი ნათესავები, რომლებიც ომის ოთხი დღის განმავლობაში მოკლეს ან ტყვედ ჩაიგდეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ შეიქმნა ონლაინპლატფორმა, სადაც ახლობლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მოკლული და ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის ჯარისკაცები.

ინიციატივას „ეძებე შენიანები“ ჰქვია და ის, როგორც ჩანს, რუსეთში ომის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრის კამპანიის ნაწილია, - ასე პასუხობენ რუსეთის ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფო მედიას, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვს არ ასაჯაროებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ თქვა, რომ რუსეთის მთავრობა ჯარისკაცების გვამების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ მხარეს არაფერს პასუხობს.

„ამიტომაც, იძულებული ვარ თქვენ მოგმართოთ, რუსეთის მოქალაქეებს. თავად რომ გაარკვიოთ, თუ ვინ იქნა მოკლული ჩვენს ტერიტორიაზე - მოკლული იმიტომ, რომ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი თქვენი პრეზიდენტის მიერ გაცემული უკანონო და საზიზღარი ბრძანების გამო“, ამბობს დენისენკო ვიდეომიმართვაში, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს „იუტუბის“ ოფიციალურ არხზეა განთავსებული.

რუსეთის ხელისუფლებამ საიტი მყისიერად დაბლოკა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რუსეთის რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება გასცა.

უკრაინის სამხედრო უწყებამ 27 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთმა სულ 4300 სამხედრო დაკარგა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი იყო აქედან მოკლული და რამდენი - დაჭრილი ან დატყვევებული.

ერთი დღით ადრე უკრაინამ განაცხადა, რომ მოკლული იყო 3500 რუსი ჯარისკაცი, თუმცა ეს რიცხვი დამოუკიდებელ წყაროებს არ გადაუმოწმებიათ.

რუსლან ლევიევი დამფუძნებელია არსამთავრობო ორგანიზაციისა Conflict Intelligence Team-ი (CIT) - რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. მისი შეფასებით, ომის დაწყებიდან დაიღუპა რუსეთის სულ მცირე 500 ჯარისკაცი.

„სამინისტრო არც ერთ დანაკარგს არ აღიარებს - არც ტყვედ ჩავარდნილს და არც საბრძოლო მოქმედებებისას მოკლულს. თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ“, - უთხრა ლევიევმა Current Time-ს (რუსულენოვან Current Time-ის ქსელს მართავს რადიო თავისუფლება ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით).

ლევიევთან ინტერვიუს ჩაწერიდან ცოტა ხანში, 27 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად აღიარა დანაკარგები, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

„სამწუხაროდ, ჩვენს ამხანაგებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - მინისტრის წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის სიტყვები რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

'At Least 500 Dead': Open-Source Analyst Gives Likely Russian Death Toll
please wait

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

„დედა, მამა, აქ ჩამოსვლა არ მინდოდა“

რუსეთის მკვდარი და ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების საიდენტიფიკაციო საიტის მისამართია 200rf.com – „ტვირთი 200“ დაღუპული ჯარისკაცის გვამის სამხედრო კოდია. ფოტოებს, ვიდეოებსა და რუსი ჯარისკაცების დოკუმენტაციას ასევე აზიარებენ საკომუნიკაციო სერვის „ტელეგრამის“ არხზეც.

ფოტოები და ვიდეოები შეიცავს მკვდარი ადამიანების გამოსახულებებს და ტყვეების დაკითხვის კადრებს.

ერთ პოსტში, სავარაუდოდ რუს ტყვეს ეუბნებიან, რომ შეუძლია მშობლებს რაიმე გადასცეს.

„დედა და მამა, აქ ჩამოსვლა არ მინდოდა. მაიძულეს“, - ამბობს მამაკაცი.

Phone Video Shows Russian Troops Firing In Kharkiv
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

რადიო თავისუფლებამ ვერ დაადგინა, განხორციელდა თუ არა ვიდეოში ნაჩვენებ ადამიანებზე რაიმე სახის ზეწოლა განცხადებების გაკეთების წინ.

დენისენკო თავის მიმართვაში ამტკიცებს, რომ უკრაინა ტყვეებს „ძალიან ჰუმანურად“ ექცევა.

„მათ ცუდად არავინ ეპყრობა. თუ საჭიროა, სამედიცინო დახმარებასაც ვუწევთ. თუმცა, თქვენმა მთავრობამ თქვენს ახლობლებს ტელეფონები ჩამოართვა. მათ თქვენთან კონტაქტის საშუალება არა აქვთ“, - თქვა დენისენკომ.

მან ასევე ახსენა, რომ ვებსაიტს ჰქონდა ფასიანი სერვისი - მშობლებს შეუძლიათ საკუთარი დნმ-ს ინფორმაცია ატვირთონ და ასე დაადგინონ, დაიღუპა თუ არა მათი შვილი ბრძოლაში.

ერთადერთი დადასტურებული სიკვდილი

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ერთდერთი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა ოფიციალურად. ეს ინფორმაციაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან არ წამოსულა. მისი წყარო დაღესტნის ლიდერი, სერგეი მელიკოვია, რომელმაც „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ დაღესტნელი ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი ბრძოლაში დაიღუპა და რომ მან „ეს ტრაგიკული ამბავი დიდი მწუხარებით მიიღო“.

მელიკოვს არ უთქვამს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა გაჯიმაგომედოვი.

XS
SM
MD
LG