Accessibility links

2 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან. ადიდებულმა მდინარე ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

სააგენტოს განმარტებით, სპეციალისტების მიერ ვერეს აუზში მდინარის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომელიც საშუალებას იძლევა, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი უწყებების ინფორმირება და თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ტრაგედია.

მერაბ ალავერდაშვილი
მერაბ ალავერდაშვილი

გასულ წელს მერიამ ვერეს ხეობის განვითარების გეგმაზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული პროექტის კონცეფციის მიხედვით, მდინარე ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, ტყე-პარკი უნდა მოეწყოს. პარალელურად, დასასრულს უახლოვდება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

გიორგი აბაშიძე
გიორგი აბაშიძე

გეგმის მიხედვით, ვერეს ხეობას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭება და ის იქნება საპარკე არეალი, რაც გამორიცხავს ტერიტორიაზე მსხვილ განაშენიანებას. ვერეს ხეობის განვითარების პერსპექტივებსა და რისკებზე სასაუბროდ ჩვენმა კოლეგამ, ნინო თარხნიშვილმა, სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია გიორგი აბაშიძე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებითი სამუშაოების პროექტის კოორდინატორი, და მერაბ ალავერდაშვილი, ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG