უნდა არსებობდეს თუ არა კონკრეტული ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომელიც მაღალი ტემპერატურის დროს, ქუჩაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებს დაარეგულირებს?
დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. თუმცა, მიუხედავად ამ ჩანაწერისა, საგზაო თუ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები +40-42 გრადუსზეც ისევე ასრულებენ სამუშაოს, როგორც სხვა, ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საშიშ კლიმატურ პირობებში. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.