„ლიტერას“ ჟიური დატოვა ოქტაი ქაზუმოვმა

ოქტაი ქაზუმოვი

ოქტაი ქაზუმოვი მე-3 წევრია, რომელმაც ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიური დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ქაზუმოვი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს: „მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის“.

ლიტერატურული პრემიის ჟიურის რიგები თავდაპირველად დატოვეს რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა.

ასევე ნახეთ "ლიტერას" ჟიურის წევრებიც ტოვებენ - პირველი რეზო თაბუკაშვილია

ასევე ნახეთ „ლიტერას" ჟიურის რიგები კიდევ ერთმა წევრმა ლელა კოდალაშვილმა დატოვა

მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსს "ლიტერას" ავტორებმა პროტესტი მასობრივად მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა ჟიურის წევრად. ის ცნობილია ანტიდავლური განწყობებით, იყენებს სიძულვილის ენას, ლოიალურია ხელისუფლების მიმართ.

ასევე ნახეთ მწერლები კულტურის მინისტრს: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი "ლიტერას" ჟიურიდან