Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერლები კულტურის მინისტრს: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ სამინისტროს დანიშნული წევრი "ლიტერას" ჟიურიდან


ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები კულტურის მინისტერს, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს გახმობილი სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი პრემია "ლიტერას" კონკურსიდან და ეჭვქვეშ აღარ დადგეს ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი. მწერლების პროტესტის მიზეზი იოსებ ჭუმბურიძის კონკურსის ჟიურიში ყოფნა გახდა. ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი და ხელისუფლების მიმართ ლოალურად განწყობილი ჭუმბურიძე სამინისტროში შემოქმდებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტშია დასაქმებული.

"ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე.

მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს" - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ამ დროისთვის 30-მდე ხელმომწერი ყავს. ხელმომწერთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე.

წერილზე ხელმოწერები გრძელდება, ამ დროისთვის კი ხელმომწერთა სია ასე გამოიყურება:

  • თამთა მელაშვილი
  • მიხეილ ციხელაშვილი
  • ივა ფეზუაშვილი
  • ბათუ დანელია
  • რუსუდან რუხაძე
  • შოთა იათაშვილი
  • ეკატერინე ტოგონიძე
  • ეკა ქევანიშვილი
  • თათია ნადარეიშვილი
  • ია გაბუნია
  • ია მახათაძე
  • თაკო ბაქრაძე
  • ბელა ჩეკურიშვილი
  • ალეკო შუღლაძე
  • თეონა დოლენჯაშვილი
  • არჩილ ქიქოძე
  • თინა მამულაშვილი
  • რატი მუჯირი
  • ელის დოჯსონი
  • ლელა ლაშხი
  • ნინია სადღობელაშვილი
  • ნიკოლოზ ცისკარიშვილი
  • ანდრო დადიანი
  • ზვიად კვარაცხელია
  • ბექა ქურხული

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG