კობახიძე: არჩევნები არ არის ოლიმპიადა რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო

ირაკლი კობახიძე

თბილისის მერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დასახელებას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო. მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში. გახარიამ ეს გადაწყვიტა, რატომ გადაწყვიტა ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გახარიას გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს, ნიკა მელიას დაუკავშირა.

„მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!!!" - დაწერა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე მამუკა მდინარაძემ.

გიორგი გახარიამ დღეს, 1 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.