სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება განაახლეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელ ხურვალეთთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს ხნულების გავლება. ქაცარავა ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

„ამ წუთებში რუსები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ. ერთ დღეს არ გაგვიკვირდეს, ორკები ავტობანზე რომ ამოვლენ“, - წერს დავით ქაცარავა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს არსებული ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის განახლება. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.

ასევე ნახეთ „ბანერიზაცია“ „ბორდერიზაციის“ პარალელურად
ასევე ნახეთ "აღიარების" ილუზიისა და უძრაობის 13 წელი ოკუპირებულ რეგიონებში
ასევე ნახეთ დეკლარირებული ანექსიის მცდელობა