აზარტული თამაშების ტელერეკლამა აიკრძალა, ამოქმედდა სხვა შეზღუდვებიც

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო აზარტული თამაშების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალა ტელერეკლამა და დაწესდა სხვა შეზღუდვები.

კანონპროექტი სრულად კრძალავს სატელევიზიო რეკლამას აზარტული თამაშების შესახებ. გარდა ამისა, გაიზარდა მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აეკრძალათ. ხელისუფლების გათვლით, ასეთი მილიონამდე ადამიანია.

რამდენიმე კანონში ერთდროულად შესული ცვლილებებით, კანონში გაჩნდა ახალი ჩანაწერი - "თამაშდამოკიდებული პირი". კანონი ოჯახის წევს უფლებას მისცემს, სასამართლოს ჩართულობით, ოჯახის სხვა წევრი ამ სიაში შეიყვანოს და შესაბამისად, მას თამაშის უფლება შეუზღუდოს.

კანონის ძირითადი ნაწილი 1 იანვრიდან ამოქმედდება, დანარჩენი კი - 1 მარტიდან.

ასევე ნახეთ

ვინ ვეღარ ითამაშებს აზარტულ თამაშებს - შეზღუდვების სიააზარტული თამაშების კომპანიები: ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში სპორტს არ დავაფინანსებთ აზარტული თამაშების 32-მილიარდიანი ინდუსტრიის ბუნდოვანი მომავალი ნებისმიერი ტელევიზიისთვის ეს იქნება დარტყმა - რა „პრობლემას აგვარებს“ ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის შევიწროებითმილიონამდე სრულწლოვანს აზარტული თამაშები აეკრძალება