Super Bowl-ის საოცარი შოუ, ტანჯული რუსი ფიგურისტები და უკრაინა ომის ზღვარზე

ჯერ ნიკომ მოყარა სტუდიაში თავისიანები: Dre, Snoop, Mary, Eminem, Kendrick, 50 Cent, Anderson Paak და ალან ტიურინგის დონის ოსტატობით გაშიფრა ვინ რას და რატომ აკეთებდა Super Bowl-ის შესვენებაზე, მერე ჯიმიმ გამოიტირა რუსი ფიგურისტი ბავშვების დასახიჩრებული სხეულები, სულ ბოლოს კი, როგორც ჭეშმარიტ მტერს, ერთად უზრახეს ზურგს უკან უკრაინაში შესაჭრელად გამზადებულ პუწინს.