იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტები მოიწონა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანა 7 მარტს იგეგმება. მანამდე საკითხის დღის წესრიგში შეტანას 7 მარტს, 10:00 საათზე დანიშნულ ბიუროს სხდომაზე აპირებენ. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი.

6 მარტს, დილიდან, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაპირისპირების ფონზე განიხილავდა კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ.

ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ, დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. მანდატურის სამსახურმა სხდომიდან გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე პარლამენტის წევრები სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

ასევე ნახეთ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს. მათ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.

ასევე ნახეთ რატომ გეხება კანონი ე.წ. აგენტების შესახებ შენ, შენს ოჯახის წევრს