ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ ათობით პალესტინელი ემსხვერპლა ღაზის სექტორში

ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზაზე, 2023 წლის 19 დეკემბერი

ისრაელის არმიის სამხედროებმა რეიდი მოაწყვეს და თანამშომლები დააკავეს ღაზის ჩრდილოეთში დარჩენილი მოქმედი საავადმყოფოებიდან ორში, საიდანაც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 19 დეკემბერს ჯარისკაცები "ჰამასის" მეომრების სრულად განდევნას ცდილობენ.

18 დეკემბერს ისრაელმა დაბომბა ქალაქები სამხრეთ ღაზაში, რასაც სულ მცირე 45 პალესტინელი შეეწირა. მზარდი საერთაშორისო შეშფოთების მიუხედავად, ისრაელი განაგრძობს თავის შეტევას განახლებული მხარდაჭერით აშშ-სგან.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ სამხედრო კამპანია ღაზის სამხრეთში რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს.

ასევე ნახეთ

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი „ჰამასთან“ ომის სხვა რეგიონებზე გაფართოების საშიშროებაზე ლაპარაკობს

ასევე ნახეთ

NYT: აშშ ისრაელისგან სამ კვირაში მოელის ომის ტაქტიკის შეცვლას