აშშ-მა ერაყში დარტყმა მიაყენა შეიარაღებულ დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ და მოკლა მისი მეთაური - იტყობინება Reuters-ი ამერიკელ მოხელეებზე დაყრდნობით. თავდასხმის ფაქტი დაადასტურა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.
წყაროებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს ასევე, რომ მეთაური აშშ-ის ჯარზე თავდასხმაში იყო პასუხისმგებელი.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ით გაავრცელა ცნობა: „აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა განახორციელეს ერთმხრივი დარტყმა ერაყში აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ და მოკლეს „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია რეგიონში აშშ-ის ძალებზე თავდასხმის უშუალო დაგეგმვასა და მონაწილეობაში“.
გავრცელებული ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დრონი დაეცა ავტომანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა პროირანული გაერთიანების ორი მეთაური. ერთ-ერთი მაგანი აბუ ბაქრ ალ-საადი იყო.
აშშ „კატაიბ ჰეზბოლას“ თვლის ტერორისტულ დაჯგუფებად. იანვრის ბოლოს დაჯგუფებამ განაცხადა, რომ წყვეტს აშშ-ის ჯარებზე თავდასხმებს.
28 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და არაერთი დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე.
ასევე ნახეთ იორდანიაში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა დრონის იერიშის შედეგადაშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში 2 თებერვალსაც. ცენტრალური სარდლობა იტყობინებოდა: „აშშ-მა დარტყმა მიაყენა 85-ზე მეტ სამიზნეს, გამოიყენა ბევრი თვითმფრინავი, მათ შორის შორი მოქმედების ბომბდამშენები, რომლებიც აშშ-დან გაფრინდნენ“. სარდლობის თანახმად, „ობიექტები, რომლებზეც თავდასხმები მოხდა, მოიცავს მეამბოხეთა და მათი სპონსორების - გუშაგთა კორპუსის სამეთაურო და სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტების, დრონებისა და ამუნიციის საწყობებს, ასევე ლოგისტიკის და მომარაგების ობიექტებს“.
ასევე ნახეთ აშშ-ის არმიამ დაიწყო საპასუხო თავდასხმები ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიასა და ერაყში