10 თებერვალს სულ მცირე რვა ადამიანამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის მსხვერპლის რიცხვი, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი, დაზიანდა უკრაინის საკვების ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - იუწყებიან სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები.
რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის საწვავის სადგურზე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის - სამი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი პირი, - წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით 10 თებერვლის დილას.
სადგურიდან გაჟონილმა ბენზინმა ახლოს მდებარე სახლებში ხანძარი გააჩინა, - ამბობს ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი. "ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გვამები", - ამბობს სინეჰუბოვი და დასძენს, რომ ორი ბავშვი შვიდი და ოთხი წლის იყო, მესამე - ექვსი თვის ჩვილი. "კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სხვა სახლში", - აცხადებს გუბერნატორი.
ხერსონის რეგიონში რუსეთის ძალებმა დაბომბეს სოფელი ველეტენსკი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი, დაიჭრნენ მისი ხანდაზმული მშობლები, - წერს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამით.
სამხრეთში, ოდესის რეგიონში რუსეთის დრონების იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, - ამბობს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი.
ასევე ნახეთ გუბერნატორი: შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ხარკოვზე ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეცვალა