პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი მიიჩნიეს "ექსტრემიზმის გავრცელებისკენ მიდრეკილად"

ილია იაშინი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელსაც რვა წლით და ექვსი თვით აქვს პატიმრობა მისჯილი უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გაკრიტიკებისთვის, მიიჩნიეს "მიდრეკილად ექსტრემიზმის გავრცელებისკენ" და მას ციხეში გამკაცრებული კონტროლი ემუქრება - ვკითხულობთ მის ტელეგრამის არხზე 4 მარტს.

ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ერთი დღით უძღოდა წინ იაშინის მოწოდება მსოფლიოს ლიდერებისადმი, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვონ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლება, რადგან ის შესაძლოა ციხეში მოკლან.

16 თებერვალს არქტიკის კოლონიაში გარდაიცვალა კრემლის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი. იაშინის თქმით, ნავალნის მსგავსად კარა-მურზამაც შეუქმნა პირადი პრობლემები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას.

ასევე ნახეთ ნავალნის დაკრძალვის დღეს ეკლესიიდან სასაფლაომდე 16,5 ათასმა ადამიანმა ჩაიარა