ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეზე თავდამსხმელს

ფოტო არქივიდან: აქცია ბალდის კანიონთან მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. 2023 წლის სექტემბერი

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე ძმებზე მინდია და არჩილ ბჟალავებზე თავდამსხმელები.

როგორც ბალდის კანიონის შენარჩუნების მომხრეთა ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანია "კანიონი 350"-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას კი 9- თვიანი პატიმრობა მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.

დაპირისპირება, შარშან 11 ივნისს მოხდა, იმ კარვის მახლობლად, რომელშიც ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამეებს ათევდნენ, თვითმხილველების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გელა და გიგა ხურცილავები კარავთან სანადირო თოფით და დანებით მივიდნენ, იგინებოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სოფლის იმ მცხოვრებთ, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მოითხოვდნენ ბალდის კანიონზე, მათი აზრით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას.

ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანია ძალადობაში, თავად პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებდა.

ასევე ნახეთ ორი დაჭრილი, ორი დაკავებული - დაპირისპირება ბალდის კანიონის გამო


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების თაობაზე სოფლის მცხოვრებლების ნაწილსა და კომპანია „კანიონ 350“-ის წარმომადგენლებს შორის დავა 2023 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრების თქმით, ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მალულად 40-წლიანი იჯარით 2022 წელს გადასცა. 2023 წლის აპრილში კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. მოსახლეობის ნაწილი ამ მშენებლობის წინააღმდეგია. თვლიან, რომ სახელმწიფოსთან „კორუფციული გარიგებით“ გასხვისებულ ტერიტორიაზე ველური ბუნება განადგურდება, მოხდება მისი „ჩაბეტონება“ და ადგილობრივებს მშობლიური კანიონით სარგებლობა აეკრძალებათ. კანიონზე მშენებლობის თაობაზე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ განაცხადა, რომ „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. მისი თქმით, ტერიტორია აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე კანონის დაცვით გაიცა იჯარით. ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს. როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა არა 40, არამედ 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.

2023 წლის ოქტომბრიდან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კანიონის მიმდებარედ კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ - არ აძლევენ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების უფლებას. ამის გამო ინვესტორმა შეაჩერა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც „კანიონ 350“-ის დირექტორი ირწმუნება, ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა. გიორგი მერკვილაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ბალდის კანიონზე ინფრასტრუქტურა პროექტის მიხედვით მოეწყობა.

ასევე ნახეთ ბალდის კანიონის ინვესტორი მოქალაქის ცემისთვის სასამართლომ დააჯარიმა


თავის მხრივ, დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ მშენებლობის მოწინააღმდეგეები. ამბობენ, რომ მშობლიური სოფლის კანიონის დამახინჯების უფლებას არავის მისცემენ.

ასევე ნახეთ

ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ვის დარჩება ბალდა?! - ბრძოლა კანიონისთვისვგმობთ ძალადობას ბალდაში, მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი - დაცული ტერიტორიების სააგენტოპოლიციამ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე დააკავა დაპირისპირება მოხდა ბალდის კანიონთან - მოქალაქეები პროტესტს კარავში განაგრძობენ"ვრჩებით ბალდის კანიონის დასაცავად" - პროტესტის ერთი კვირა კარავშიბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლად სასამართლოში სარჩელი შევიდა"არ დავთმობთ" - აქცია ბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლადბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლად მოქალაქეები სასამართლოს მიმართავენ “შეიძლება კანონიერია, მაგრამ უსამართლო” - “ბალდის კანიონი” ინვესტორის ხელში გადავიდა