ვანში „სულორი ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჰესის აშენების შემდეგ სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ სულორში, მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, თბილისიდან ჩასულმა სამოქალაქოო აქტივისტებმა და გარემოს დამცველებმა.

მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჰესის აშენების შემდეგ სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.

ასევე ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვან-ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ