სვეტიცხოველი არის XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ლელა გიორგაძე თავისუფალი გიდია, თითქმის ყოველკვირა სტუმრობს სვეტიცხოველს და ჩაჰყავს ტურისტები. ტაძარში წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ მისგან გავრცელდა.
„ტურისტები რომ შევიყვანე, წყლის წკაპუნმა მიიქცია ყურადღება. გავიხედე და დავინახე სათლები და იატაკის ტილო. ტურისტებმაც შემატყვეს, იმდენად ცუდად გავხდი“.
მასალა არქივიდან გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებსისტორიულ ძეგლში, რომელიც ასევე არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმირებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ ამის შესახებ 22 მარტს შეიტყვეს.
„ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება“.
ასევე ნახეთ სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა - სააგენტოს თქმით, ფრესკები არ დაზიანებულასვეტიცხოველში წყლის ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ამ საკითხზე საუბრის დროს ჟურნალისტს უთხრა: „ნუ, ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხომ? მუდმივი არაფერი არ არის, ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია“.
ასევე ნახეთ „შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, მუდმივი არაფერი არ არის“, - „ოცნების“ წევრი წაქაძე სვეტიცხოველში წყლის ჩაჟონვაზე