მეორეკლასელი ბავშვი 2024 წლის მაისში გაუჩინარდა, მისი ცხედარი ახლომდებარე ტყის ზოლში იპოვეს თანასოფლელებმა. გამომძიებლების თქმით, შინგირეიმ გოგონას ჯერ გაცილება შესთავაზა, შემდეგ კი უკაცრიელ ადგილას გაიყვანა და მოკლა.
რუსლან შინგირეი რუსეთის არმიაში კონტრაქტით მსახურობდა. ის მონაწილეობდა 2022 წელს უკრაინაში შეჭრის ოპერაციაში. თუმცა მოგვიანებით, მისი ნაცნობების თქმით, დეზერტირობა დაიწყო.
ასევე ნახეთ უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა პეტერბურგის რესტორანში ნაცნობი ჩაცხრილარუსეთში სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამას მოწმობს რუსეთის უზენაესი სასამართლოს სასამართლო დეპარტამენტის 2024 წლის მონაცემები.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა სექსუალური ხელშეუხებლობის მუხლებით გასამართლებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა: 2024 წელს ამ მუხლებით გასამართლდა 102 სამხედრო მოსამსახურე. 58 სამხედრო მოსამსახურე გასამართლდა გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებებისთვის (მუხლები 131 და 132). კიდევ 44 სამხედრო მოსამსახურე გასამართლდა არასრულწლოვანთა მიმართ გამოვლენილი სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებებისთვის.