„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) შეფასებით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას თვითმმართველობის არჩევნების წინ.
ასევე ნახეთ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადესENEMO განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები.
„ასეთი ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ISFED-ი ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით. ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.
ასევე ნახეთ ბინტი, სპირტი, საწვიმრები, პირბადეები, რესპირატორები - რის გამო დააყადაღეს არასამთავრობოების ანგარიშებიპროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
ასევე ნახეთ 50-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღეს ასევე ნახეთ არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღება დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია - ესტონეთის საგარეო უწყება