სამოქალაქო აქტივისტი, კახა კვეკვესკირი წერს, რომ ის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს: „დამიბარეს ხვალ დღის 2 საათზე“, - წერს ის საკუთარ ფეისბუკზე.
მისი განცხადებით, მას გამომძიებელმა უთხრა, რომ მასთან კითხვები არსებობს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
კვეკვესკირი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მისვლას არ აპირებს, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.
როგორც მან ტვ პირველს უთხრა, მისი დაბარება პოლიციაში „სასაცილოა, რადგან ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლებსი 13 წლიანი ყოფნის დროს ბოლო მინიმუმ 8 წელია საქართველოს მასშტაბით პროტესტებში მონაწილეობს და ერთადერთი, რაც მას ამოძრავებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა კონსტიტუციური მეთოდებით".
ასევე ნახეთ აქციაზე ნაცემი აქტივისტი კახა კვეკვესკირი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმაკახა კვეკვესკირი, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებშიც მონაწილეობდა, მაშინ მას სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცემის კადრები მაშინ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა: სპეცრაზმელებს ის და კიდევ ერთი დაკავებული ასფალტზე ჰყავთ დაყრილი და მუშტებს და წიხლებს ურტყამენ.
კახა კვეკვესკირის გარდა, გუშინ, 10 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარეს საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილენადიმ ხმალაძეც, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და მას შემდეგ აქციებში აქტიურად მონაწილეობს. ხმალაძე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც,რომლის გამოც უკვე 46 ადამიანი დააკავეს.
ასევე ნახეთ შსს-ში იბარებენ აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა ასევე ნახეთ "ბგერაც არ არის ჩემი" - ბაჩო ახალაია და მისი ცოლი ერთ დღეს საგამოძიებო უწყებებში