პროსახელისუფლებო ტელეარხის, „იმედის“ მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ დროს არხის მაყურებელი შავ ეკრანს ხედავდა.
„ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს“, - აცხადებენ „იმედში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს საბოტაჟის მუხლით.
ასევე ნახეთ სუსმა „იმედის“ გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყოსისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი ასე განიმარტება: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. ამისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.