ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს აღუდგა გარე ქსელიდან ელექტროენერგიის მიწოდება

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს აღუდგა გარე ქსელიდან ელექტროენერგიის მიწოდება. 2025 წლის 23 ოქტომბერი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ შეუერთეს ელექტროენერგიის გარე წყაროს.

ატომური სადგურების ელექტროენერგიით გარედან მომარაგება მათი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, ეს სადგური კი 23 სექტემბრიდან დიზელის გენერატორებით მუშაობდა.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ელექტროქსელთან კავშირი განადგურდა, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს სდებენ ბრალს. ამჟამად აღდგენილია ორიდან ძირითადი ხაზი, მეორეზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ორივე ხაზი მიერთებულია უკრაინის ენერგოსისტემასთან.

ევროპაში ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგური რუსეთის ძალებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინაში 2022 წელს შეჭრიდან მალევე. ელექტროენერგიის წარმოება შეჩერებულია, მაგრამ სადგურს ესაჭიროება ელექტროენერგიით გარედან მომარაგება.

უკრაინა და რუსეთი 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

ასევე ნახეთ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან ცეცხლის შეწყვეტაზე