„გზის გადაკეტვის“ საბაბით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პედაგოგ ანი ძულიაშვილს

ანი ძულიაშვილი

პედაგოგ ანი ძულიაშვილს „გზის გადაკეტვის“ საბაბით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.

პედაგოგი 5 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპერის თეატრთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მან გზა „ხელოვნურად გადაკეტა“. მოსამართლემ ეს ფაქტად მიიღო და ის სამართალდამრღვევად ცნო.

ანი ძულიაშვილი საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს, მისთვის შეფარდებული 48 საათის ამოწურვის შემდეგ.

ასევე ნახეთ 76 წლის გურამ ქუხილავას 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ასევე ნახეთ პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
ასევე ნახეთ აქტივისტ ბაია მარგიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. საპატიმროებში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, სტუდენტები და ა.შ.

ასევე ნახეთ როგორ გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი - რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან

ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ გზის გადაკეტვისთვის პატიმრობა შეუფარდეს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს