Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ ბაია მარგიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა


ბაია მარგიშვილი
ბაია მარგიშვილი

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ბაია მარგველაშვილს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ის 200 ლარითაც დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა.

ბაია მარგველაშვილი პროტესტს სხდომათა დარბაზშიც აგრძელებდა და არ ასრულებდა მოსამართლე ზვიად ცეკვავას მოწოდებას, დამჯდარიყო სამართალდამრღვევისთვის განკუთვნილ სკამზე.

ბაია მარგიშვილი, რომელიც დედის გვერდით იჯდა, ამბობდა, რომ არ დაჯდებოდა იმ სკამზე და კითხვებს დარბაზიდან უპასუხებდა.

„ნებისმიერ პასუხზე მოგიწევთ გამოსვლა. აირჩიეთ დაჯდებით, თუ ტრიბუნასთან დადგებით“, - მიმართა მას მოსამართლემ.

„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია..“ - თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა.

ბაია მარგიშვილი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს.

"ბრძოლა ბოლომდე, ვიბრძვით ბოლომდე", - თქვა მან საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩაჯდომისას.

დღესვე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა.


დღესვე მოსამართლე კობა ჩაგინავამ 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მანამდე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ კოკო მიქაიას.

იგივე საფუძვლით 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა შალვა ბაღდოშვილსაც.

განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG