ექიმ რამაზ ზოსიაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს „გზის გადაკეტვის“ საბაბით

რამაზ ზოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა ექიმ რამაზ ზოსიაშვილს, რომელიც პოლიციამ გუშინ, 6 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის საბაბით დააკავა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„კონსტიტუცია ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ბიბლია, თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ... სხვანაირად ქაოსი გვექნება და ვერ მივაღწევთ წესრიგს“, - თქვა რამაზ ზოსიაშვილმა.

ექიმ ზოსიაშვილს იზოლატორიდან ხვალ, 8 ნოემბერს დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ასევე ნახეთ „გზის გადაკეტვის“ საბაბით 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პედაგოგ ანი ძულიაშვილს
ასევე ნახეთ 76 წლის გურამ ქუხილავას 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ასევე ნახეთ პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
ასევე ნახეთ აქტივისტ ბაია მარგიშვილს 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. საპატიმროებში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, სტუდენტები და ა.შ.

ასევე ნახეთ როგორ გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი - რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან

ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ გზის გადაკეტვისთვის პატიმრობა შეუფარდეს 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს