ჯეფრი ეპსტინი 2019 წელს ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
დემოკრატები ეჭვობენ, რომ ეპსტინის ძალადობის შესახებ იცოდა მისმა მეგობარმა დონალდ ტრამპმაც და ერთ-ერთ მსხვერპლთან ურთიერთობაც ჰქონდა.
ტრამპი ამას უარყოფს და აცხადებს, რომეპსტინთან ურთიერთობა 2000-იანი წლების დასაწყისში, მის პირველ დაკავებამდე ორი წლით ადრე შეწყვიტა.
ასევე ნახეთ WSJ: აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტრამპს აცნობა, რომ ეპსტინის საქმეში მისი გვარი ფიგურირებდა18 ნოემბერს კონგრესის წარმომადგელეთა პალატამ 427 ხმით დაუჭირა მხარი ორპარტიულ კანონპროექტს „ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ“. იმავე დღეს კანონპროექტი მიიღო სენატმაც.
კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. თუ ის ვეტოს უფლებით არ ისარგებლებს, ან ვეტოს შემთხვევაში მას კონგრესი დაძლევს, იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება გამოაქვეყნოს გამოძიების ყველა არასაიდუმლო მასალა.
გასული კვირის ბოლოს ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, კანონს მხარი დაუჭირონ, რადგან დასამალი არაფერი აქვს.
ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთის მეფემ ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვაგასულ კვირაში დემოკრატმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს ელექტრონული წერილები, მათ შორის ეპსტინისა და მისი მეგობარი ქალის, გისლეინ მაკსველის მიმოწერა. ზოგიერთ მათგანში ტრამპიც ნახსენებია, თუმცა ეს წერილები არ შეიცავენ მტკიცებულებას, რომ დონალდ ტრამპს კავშირი ჰქონდა რაიმე დანაშაულთან.
გისლეინ მაკსველი 20-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით.
დემოკრატების შემდეგ გასულ კვირაში რესპუბლიკელებმაც გამოაქვეყნეს ფაილები, რათა როგორც თავად განაცხადეს, წინააღმდეგობა გაუწიონ დემოკრატების მცდელობას, შეარჩიონ მხოლოდ მათთვის სასარგებლო დოკუმენტები. რესპუბლიკელების მიერ გავრცელებულ ფაილებში ნახსენებია არაერთი ცნობილი დემოკრატიც.