რუსეთმა ჩინეთში გაგზავნა გათხევადებული ბუნებრივი აირის პარტია ბალტიის ზღვაში მდებარე ტერმინალიდან, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული. ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters- ი იტყობინებან გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც London Stock Exchange Group-მა მოიპოვა. ეს ჩინეთში ტვირთების მიწოდების პირველი ცნობილი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დააწესა. ტერმინალი იანვარში დაემატა აშშ-ის სანქციების სიას.
აგვისტოს ბოლოს ბეიჰაიში საწვავის გადაზიდვა დაიწყო „ნოვატეკის“ ტერმინალმა „არქტიკ სპგ-2“-მა, რომელიც ასევე შედის აშშ-ის სანქციების სიაში.
Reuters-ის ცნობით, კომპანიამ ჩინეთისთვის 30-40%-ით შეამცირა თავისი გათხევადებული ბუნებრივი აირის ფასები.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტი ჩინეთში, მათ შორის იმ ქარხნებიდან, რომლებზეც არ გავრცელებულა სანქციები, 2025 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე დაახლოებით 14%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პეკინმა, რომელიც არ აღიარებს ცალმხრივ სანქციებს, ბოლო თვეებში გაზარდა რუსული საწვავის შესყიდვები.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილიოვმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს გაზარდოს თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ჩინეთში, ხოლო ქარხნები „არქტიკ სპგ-2“ და „სახალინ-2“, სავარაუდოდ, ძირითადი მიმწოდებლები უნდა გახდნენ.
მოსკოვი დაწესებულ სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს.
ასევე ნახეთ ევროკავშირმა შეათანხმა რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვის გეგმა