უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან ანონიმურობის დაცვის პირობით მიღებული ეს ცნობა დღეს, 11 დეკემბერს გაავრცელეს BBC-ს უკრაინულმა სამსახურმა და გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“.
წყაროების თანახმად, დრონებით შეტევა იყო ფილანოვსკის სახელობის საზღვაო პლატფორმაზე და დაფიქსირებულია სულ მცირე ოთხი პირდაპირი დარტყმა, რომელთა შედეგად ნავთობისა და გაზის მოპოვება შეჩერდა 20-ზე მეტი ჭაბურღილიდან.
ასევე ნახეთ უკრაინული დრონებით დაზიანებულმა სიზრანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა - Reutersეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინამ იერიში მიიტანა კასპიის ზღვაში მდებარე რუსულ ობიექტზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ „წარმატებულ სპეცოპერაციებს აგრძელებენ და მათ გეოგრაფიას მუდმივად აფართოებენ".
რუსეთის ხელისუფლებას და „ლუკოილს“ კასპიის ზღვაში მდებარე პლატფორმაზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამთ.
ასევე ნახეთ რუსეთიდან იუწყებიან დრონებით მასირებული შეტევის შესახებუკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.