როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, თავდასხმების გამო მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოდესის, ჩერნიგოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ნიკოლაევის ოლქებში.
ოდესა დაექვემდებარა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საჰაერო თავდასხმას უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ - იუწყება ოდესის ოლქის ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, ამ ქალაქში ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განხორციელდა დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, სამიზნე ვიყო 300-ზე მეტი ობიექტი. დაშავდა ორი ადამიანი.
ქალაქის მესვეურები აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის ისინი, რომლებიც წყლისა და სითბოს მიწოდებას უზრუნველყოფს. საავადმყოფოები გადაყვანილია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 13 დეკემბრის ღამით რუსეთმა გამოიყენა 450-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 30 რაკეტა.
"მნიშვნელოვანია, ახლა ყველა ხედავდეს, რას აკეთებს რუსეთი. მათ ყველა ნაბიჯს - ჩვენს ხალხში ტერორის გამოწვევისთვის, ყველა თავდასხმას, რადგან ეს ყველაფერი ომის დასრულებას ნამდვილად არ მიემართება", - წერს ზელენსკი ტელეგრამით.
ასევე ნახეთ Axios-ი: აშშ მზადაა უკრაინას იურიდიულად სავალდებულო მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია მისცეს ასევე ნახეთ ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში, რომელიც რუსეთის მტკიცებით, ჯერ კიდევ ნოემბერში დაიკავა საოკუპაციო არმიამ