Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში, რომელიც რუსეთის მტკიცებით, ჯერ კიდევ ნოემბერში დაიკავა საოკუპაციო არმიამ


მოკლედ

  • 12 დეკემბერს, უკრაინის სახმელეთო ძალების დაარსების დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკივის ოლქში მდებარე ქალაქ კუპიანსკში ჩავიდა, რომელიც რუსეთის მტკიცებით, მათ ჯერ კიდევ ნოემბერში დაიკავეს.
  • ამავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა OSINT (ღია წყაროების დაზვერვა) ჯგუფმა ["დიფ სთეითი"], გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ .უკრაინელებმა შეძლეს კუპიანსკში საოკუპაციო არმიის ბლოკირება და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის გაწმენდილა.
  • რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ქალაქ კუპიანსკის აღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს 20 ნოემბერს მოახსენა.

კუპიანსკიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადაა იმ სამხედროებს, ვინც დღე და ღამის განმავლობაში ცდილობენ უკრაინული პოზიციების გამაგრებას.

"მადლობა ყველას, ვინც ოკუპანტს ანადგურებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ფრონტზე შედეგების მიღწევა, რათა უკრაინამ დიპლომატიაშიც მიაღწიოს შედეგებს" - ამბობს ზელენსკი კუპიანსკიდან 12 დეკემბრის ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

"მძიმე და ხანგრძლივი ოპერაცია გრძელდება, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება რუსების ანკლავები. სოციალურ ქსელებში უკვე ბევრი კადრი ვრცელდება, რაც თავდაცვის ძალების წარმატებულ მოქმედებებს ადასტურებს, ამიტომ, ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის თქმაც უკვე უსაფრთხოა" - ეს არის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული სამხედრო ანალიტიკური OSINET ჯგუფის მიერ ასევე 12 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაცია კუპიანსკის შესახებ.

ზელენსკის კუპიანსკში ჩასვლის ფონია 13 დეკემბერს პარიზში დაგეგმილი შეხვედრა უკრაინის თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, ევროპის და ამერიკის მაღალჩინოსნები - შეხვედრის მთავარი საკითხი განახლებული სამშვიდობო გეგმის განხილვაა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG