პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ პლატფორმაზე წერს, რომ 23 დეკემბერს, დილით „ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევთან:
„ვიმსჯელეთ მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობამდე მიყვანისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე“, - წერს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორივე ქვეყანასთან „წარმტაცი“ ურთიერთობა აქვს.
2026 წელს "დიდი ოცეულის" სამიტს აშშ უმასპინძლებს - „ვეპატიჟებით ორივე ლიდერს, შემოგვიერთდნენ სტუმრის სტატუსით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
"დიდი ოცეულის" სამიტი მომავალი წლის დეკემბერში გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა 2025 წელს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გამართულ სამიტში მონაწილეობაზე და ეს იმით ახსნა, რომ ის სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას თეთრკანიანი უმცირესობის დისკრიმინაციასა და მათი უფლებების „საშინელი დარღვევების“ უგულებელყოფაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპმა ასეთი რამაც დაწერა: „უფრო უხეშად რომ ვთქვა, ისინი ხოცავენ თეთრკანიანებს და უშვებენ, რომ მათ შემთხვევითად წაართვან მათი ფერმები“. ტრამპის ადმინისტრაციამ იოჰანესბურგის სამიტის დღის წესრიგიც დაიწუნა, რადგან ის, თითქოსდა, „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.
ასევე ნახეთ დასავლელი ლიდერები: უკრაინის შესახებ აშშ-ის გეგმას დამუშავება სჭირდებამას შემდეგ, რაც "დიდი ოცეულის" მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - სამხრეთ აფრიკის - პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ უარი განაცხადა არა დონალდ ტრამპისთვის, არამედ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლისთვის სიმბოლურად გადაეცა "დიდი ოცეულის" თავმჯდომარეობა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 2026 წლის სამიტზე არ ეპატიჟება სამხრეთ აფრიკის ლიდერს. სირილ რამაფოზამ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას "დასანანი" უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ "დიდი ოცეულის" მომავალი სამიტის დღის წესრიგი დიდწილად ფოკუსირებული იქნება ფინანსურ საკითხებზე, მარეგულირებელი ტვირთის შემსუბუქებაზე, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობა და მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფა, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაცია იქნება.