მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა, თუმცა რამდენიმე დაიჭრა.
ოპერაციაში სულ 150 ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა. მთელი ოპერაცია კი, NYT-ის ცნობით, ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
გაზეთის წყაროების ცნობით, მადურო ვენესუელას მთავრობაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წყაროს დახმარებით დააკავეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მის ადგილსამყოფელს აკვირდებოდა.
შაბათს, 3 იანვარს, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, ნიუ-იორკში გადაიყვანეს. მადურო და ფლორესი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლემ ახალი ბრალდება გამოაქვეყნა, რომლითაც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს ოთხი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, მათ ბრალი ედებათ „ნარკოტერორიზმსა“ და შეთქმულებაში კოკაინის იმპორტის მიზნით.
ასევე ნახეთ მადურო ნიუ-იორკის ციხეშიააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების "უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი" გადაცემა გახდება შესაძლებელი.
ტრამპის თქმით, მადუროს დაპატიმრების შემდეგ აშშ ვენესუელაში მიავლენს აშშ-ის მსხვილ ნავთობკომპანიებს. ამასთან ამ ეტაპზე ძალაში რჩება ემბარგო ვენესუელის ნავთობზე.