ოთხამდე გაიზარდა ხარკოვში დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი

ხარკოვი, სამაშველო სამუშაოები, 2025 წლის 10 ივნისის დაბომბვის შემდეგ

სინეგუბოვმა თავდაპირველად ორი დაღუპულის შესახებ ცნობა გაავრცელა.

რუსეთის სამხედროებმა ღამით უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს, კიევს, ხარკოვს და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებს დაარტყეს.

სინეგუბოვს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ხარკოვის საოლქო პროკურატურა აცხადებს, რუსმა სამხედროებმა "ახალი ფოსტის" ტერმინალს დაარტყეს.

რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, საზენიტო-სარაკეტო სისტემებით.

რუსეთის მთავრობა უარყოფს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თავდასხმებს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ისინი მიზანმიმართული ხასიათისაა.

ასევე ნახეთ

Bloomberg: 2025 წელს უკრაინაში რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლა 2400 მშვიდობიანი მოქალაქე - 2024-ზე 30%-ით მეტირიუტე: "ორეშნიკით" იერიშის მიზანია, ნატოს უარი ათქმევინოს უკრაინის დახმარებაზეუკრაინის ქალაქებზე დრონებით შეტევა გრძელდებაუკრაინაში მიმდინარე ომი ხანგრძლივობით გაუტოლდა ე.წ. „დიდ სამამულო ომს“შაბათს კიევში ელექტრომომარაგების ავარიული გათიშვა გამოცხადდა