ორგანიზაციის ცნობით, დადასტურებულია 3 090 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რომელთა შორისაც 2 885 დემონსტრანტია.
IHRNGO-ს (ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის) მონაცემებით, საყოველთაო საპროტესტო აქციების დაწყებიდან თვრამეტი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 3 428 დემონსტრანტი დაიღუპა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ მიერ გამოქვეყნებული 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 3 000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით კი, 617 საპროტესტო აქციაზე ირანის 187 ქალაქში, სულ მცირე, 18 470 ადამიანი დააკავეს, ხოლო მოკლულთა დადასტურებული რიცხვი 2 615-ს უდრის.
ასევე ნახეთ ათასობით მოკლული და სისხლში ჩახშობილი პროტესტი ირანშისაპროტესტო აქციები ირანში 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო - ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო. თანდათან მღელვარება მთელ ქვეყანას მოედო და მოთხოვნებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვას, თავისუფლებასა და ისლამური რესპუბლიკის დამხობას. ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებდნენ.
თეირანმა პროტესტი სისხლში ჩაახშო. უკვე რამდენიმე დღეა, ირანში საპროტესტო აქციები აღარ იმართება.